აღმზრდელის ასისტენტი
საბავშვო ბაღი "ნაბიჯ-ნაბიჯ" აცხადებს ვაკანსიას აღმზრდელის ასისტენტის თანამდებობაზე.
თანამდებობის მიზანი: აღმზრდელის/მასწავლებლის მხარდაჭერა სააღმზრდელო/სასწავლო პროცესის სწორად წარმართვისთვის; აღსაზრდელების კეთილდღეობასა და ჰიგიენაზე ზრუნვა, დაცვა.
აღმზრდელის ასისტენტის ხელფასი, განისაზღვრება მისი კვალიფიციური შესაძლებლობების შესაბამისად, თვეში 900-დან 1000 ლარამდე საზღვებში.
საბავშვო ბაღი მდებარეობს შემდეგ მისამართზე: თბილისი, დარიალის შესახვევი 9.
ფუნქცია-მოვალეობები:
- აღმზრდელის/მასწავლებლის დახმარება სააღმზრდელო/სასწავლო პროგრამის განხორციელების პროცესში და სხვადასხვა ტექნიკური საკითხის მოგვარებაში;
- აღსაზრდელების ფიზიკურ უსაფრთხოებაზე ზრუნვა და სუფთა ჰიგიენური მდგომარეობის შენარჩუნება;
- აღსაზრდელების ყოფაქცევის კონტროლი;
- კვების პროცესში აღსაზრდელების მიხმარება და ძირითადი წესების სწავლება;
- სასწავლო ოთახების მოწესრიგება და პროცესში აღსაზრდელების ჩართულობაზე ზრუნვა;
- ზეიმებისა და სხვადასხვა ღონისძიებების შემთხვევაში ორგანიზაციული საკითხების მოგვარება;
- კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
- პროფესიული ან/და ზოგადი განათლება;
- სასურველია სკოლამდელ დაწესებულებაში მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება.
ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:
- კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ;
- რეგულაცია ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში კვების ორგანიზაციის სანიტარული წესებისა და ნორმების შესახებ.
პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- მზრუნველობა;
- ყურადღებიანობა;
- დაკვირვებულობა.