აღმზრდელი-მასწავლებლის ასისტენტი
შემოუერთდი ჩვენს გუნდს საქართველოს "მონტესორის ცენტრში"!
სამუშაოს აღწერა:
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და მოწოდებულ აღმზრდელი-მასწავლებლის ასისტენტს, რათა გახდეს ჩვენი გუნდის ნაწილი. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც აინტერესებს ეს სფერო და აქვს შესაბამისი განათლება, შესაძლოა მოგვმართონ, როგორც სამაგისტრო/საბაკალავრო პროგრამების კურსდამთავრებულებმა ან სტუდენტებმა, ისე გამოცდილმა კადრებმა. როგორც აღმზრდელი-მასწავლებლის ასისტენტი, თქვენ მნიშვნელოვან როლს შეასრულებთ ჩვენს მზრუნველობაში მყოფი ბავშვების ზრდა-განვითარებაში.
ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
დასაქმების ტიპი: ნახევარ განაკვეთზე/სრულ განაკვეთზე
თქვენი პასუხისმგებლობა მოიცავს:
- ბავშვების ყოველდღიური მოვლას და მეთვალყურეობას
- მონტესორის მეთოდით დაფუძნებული საგანმანათლებლო აქტივობებში დახმარებას
- ბავშვების ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობას
- საკვების სერვირება და განაწილება ბავშვებისთვის
- უსაფრთხო და სუფთა გარემოს შენარჩუნება შენობაში და საკვებ ზონაში
- ზარებზე პასუხის გაცემა და მშობლებთან ურთიერთობა
- სასწავლო მასალის თარგმნა და მცირე საოფისე დავალებების შესრულება
მოთხოვნები:
- ბავშვების გულწრფელი სიყვარული
- განათლება: ბაკალავრის ხარისხი ან მაგისტრატურის სტუდენტი, პედაგოგიურ, სოციალურ, ფსიქოლოგიურ ან მსგავს სფეროში
- მოთმინება, თანაგრძნობა და ძლიერი კომუნიკაციის უნარი
- გუნდში მუშაობის უნარი
- ადრეული ბავშვობის განათლების საბაზისო ცოდნა პლუსია
- ქართული ან ინგლისური/რუსული ენების ცოდნა.
გახდით ჩვენი მოტივირებული და ინოვაციური გუნდის ნაწილი.