აღმზრდელ-პედაგოგი/აღმზრდელი, აღმზრდელის თანაშემწე/სხვა — მწვანე სკოლა

მწვანე სკოლა

აღმზრდელ-პედაგოგი/აღმზრდელი, აღმზრდელის თანაშემწე/სხვა

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"მწვანე სკოლის" საბურთალოს კამპუსი სკოლამდელი საფეხურისთვის აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:

  • აღმზრდელ-პედაგოგი/აღმზრდელი
  • აღმზრდელის თანაშემწე
  • ნახევარ განაკვეთზე დასაქმებული თანამშრომელი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ფლობდეს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს/ან იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • საბავშვო ბაღში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • სასურველია, დაინტერესებულ კანდიდატს გავლილი ჰქონდეს აღმზრდელ-პედაგოგის მომზადების სერტიფიცირებული პროფესიული პროგრამა.
  • სასურველია, კანდიდატს გავლილი ჰქონდეს პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი.

ხელზე ასაღები ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

გრაფიკი:

  • I - 09:00 საათიდან 17:00 საათამდე;
  • II -10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

კონკურსის ეტაპები:

  1. პირველი ეტაპი: შემოსული რეზიუმეების (CV) საფუძველზე კანდიდატთა კვალიფიკაციისა და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა/გადარჩევა;
  2. მეორე ეტაპი: შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;
  3. მესამე ეტაპი: კანდიდატებისთვის ორგანიზაციის ღირებულებების, კონცეფციისა და გარემოს გაცნობა; კანდიდატის მიერ სამოდელო თამაშის დაგეგმვა.