აღმზრდელ-პედაგოგი — საბავშვო ბაღი ელიოტი

საბავშვო ბაღი ელიოტი

აღმზრდელ-პედაგოგი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

საბავშვო ბაღი "ელიოტი.Elliot" აცხადებს კონკურსს აღმზრდელ-პედაგოგის ვაკანსიაზე, სექტემბრიდან.

ჩვენ ვეძებთ "მერი პოპინსს", რომელსაც უპირობოდ უყვარს ბავშვები და რომელიც აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის მიხედვით უნდა ფლობდეს:

  • სულ მცირე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს განათლების, ფსიქოლოგიის, ჰუმანიტარული მეცნიერებების, ხელოვნების, ოკუპაციური თერაპიისა და ენისა და მეტყველების თერაპიის მიმართულებით
  • ჰქონდეს აღმზრდელის, სხვა საგანმანათლებლო პერსონალის ან ჯგუფის დამხმარე პერსონალის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება
  • წარმატებით ჰქონდეს გავლილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული "აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების 66 საათიანი ტრენინგ-მოდული" - (თუ ჯერ არ აქვს გავლილი შეუძლია ჩვენი დახმარებით გაიაროს)

მისამართი: თბილისი, მერაბ კოსტავას ქ. 40 (ფილარმონიასთან, ჩაჩავას კლინიკის უკან)

სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი

სამუშაო საათები: 09:00-19:00

ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილების მიხედვით და სამუშაო პროცესის ხარისხიანად წარმართვის შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები:

  • სააღმზრდელო პროცესის დაგეგმვა;
  • სახალისო, შემეცნებითი, განმავითარებელი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
  • აღსაზრდელთა უსაფრთხოების დაცვა.

უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • აუცილებელი პირობაა თვითგანვითარებაზე ზრუნვა

საბავშვო ბაღი "ელიოტი" გთავაზობთ:

  • მზრუნველ და გუნდურ გარემოს
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას