აღმზრდელ-ფსიქოლოგი — აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღი

აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღი — ლოგო
აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღი

აღმზრდელ-ფსიქოლოგი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

აზროვნების აკადემიის საბავშვო ბაღი აცხადებს ვაკანსიას აღმზრდელ-ფსიქოლოგის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სილაბუსის მიხედვით კვირის თემატური გეგმების შედგენა;
  • ბავშვზე დაკვირვებით ინდივიდუალური განმავითარებელი გეგმის შემუშავება;
  • ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
  • წინასწარ გაწერილი დღის განრიგის მიხედვით მოქმედება (აღსაზრდელების კვება, ძილი, აქტივობები და ა.შ);
  • აქტივობების შესაბამისად გარემოს მოწყობა;
  • ბავშვთა ემოციური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის უზრუნველყოფა ყოველდღიურ საქმიანობაში;
  • ინდივიდუალური და გუნდური უნარების გაღვივება თამაშისა და კომუნიკაციის მეშვეობით;
  • საგანმანათლებლო მასალების მომზადება/ადაპტირება კვირის თემის მიხედვით;
  • დაკვირვება ბავშვების ქცევებსა და განვითარებაზე, საჭიროებების დაფიქსირება და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება;
  • მეწყვილესთან თანამშრომლობა ჯგუფის მართვასა და აქტივობების დაგეგმვასთან დაკავშირებით;
  • ბავშვებისთვის ადაპტაციის ხელშეწყობა მშვიდ გარემოში;
  • ყოველდღიური კომუნიკაცია მშობლებთან ბავშვის საჭიროებისა და განვითარების შესახებ;
  • თამაშზე დაფუძნებულო მიდგომების გამოყენება;
  • ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა ინდივიდუალური ან ჯგუფური აქტივობების დაგეგმვის განხორციელების მიზნით;
  • სავალდებულო ჰიგიენური წესების დაცვის მეთვალყურეობა;
  • სოციალურ სივრცეში მშობლებისთვის განკუთვნილ ჯგუფში ყოველდღიურად ინფორმაციის განთავსება;

კვალიფიკაცია:

  • უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის, ან პედაგოგიკის მიმართულებით;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, გამართული მეტყველება.
  • ბავშვის ასაკობრივი თავისებურებების ცოდნა.

საჭირო თვისებები და უნარები:

  • ბავშვთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ თქვენ გთავაზობთ:

  • თანამშრომლების პროფესიული განვითარება (ტრენინგები/კურსები)
  • კვებით უზრუნველყოფა
  • აზროვნების აკადემიის კურსებზე 50%-იანი ფასდაკლება.
  • სალონურ საუბრებზე უფასო დასწრება.
  • ჩვენი გამომცემლობის წიგნებზე 50%-იანი ფასდაკლება.
  • განვითარების შესაძლებლობა - დასაქმება აზროვნების აკადემიის მოზარდების კურსებზე.
  • ფიტპასი

ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 15 ივლისი 2026 წ..