აღმრიცხველ - ოპერატორი
"მარშე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე კვებითი პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა. დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს . ამ ეტაპზე წარმოების ოთხი ძირითადი მიმართულება გვაქვს : ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული, ხორცპროდუქტები და თევზეული. მარშე აქტიურად არის წარმოდგენილი B2B ბაზარზე, ასევე აქტიურად ავითარებს საცალო ვაჭრობის მიმართულებას.
„მარშე“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: „აღმრიცხველ - ოპერატორი“
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი (თ. ერისთავის ქუჩა N 5)
სამუშაო გრაფიკი:
- დღის ცვლა: ორშაბათი - პარასკევი 09:00 – 18:00;
- ღამის ცვლა: ღამეგამოშვებით, 12 სთ - იანი სამუშაო ღამე;
ანაზღაურება: 1200 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- საქონლის მოძრაობისა და რეალიზაციის ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
- პირველადი დოკუმენტაციის, საქართველოს კანონმდებლობისა და ფინანსური დეპარტამენტის მიერ დადგენილი აღრიცხვიანობის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი;
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (სასურველია პროგრამა "APEX"-ში მუშობის ცოდნა);
- სასაქონლო ოპერაციების ცოდნა;
- ორგანიზებულობა და დისციპლინა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი.