აღმასრულებელი თანაშემწე
კომპანია აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი თანაშემწეს პოზიციაზე.
მრავალმიმართულებიანი ბიზნესპროექტების მართვაში ჩართული მენეჯერი ეძებს ორგანიზებულ, მაღალ პასუხისმგებლობის მქონე და პროაქტიულ აღმასრულებელ თანაშემწეს.
პოზიციის მთავარი მიზანია ხელმძღვანელის ყოველდღიური დატვირთვის შემცირება, ადმინისტრაციული, საორგანიზაციო და საკომუნიკაციო პროცესების მართვა, ინფორმაციის მოძიება და მიმდინარე პროექტების კოორდინაცია.
ძირითადი მოვალეობები:
- ხელმძღვანელის სამუშაო კალენდრის, შეხვედრებისა და გრაფიკის ორგანიზება;
- ელფოსტის, დოკუმენტებისა და მიმოწერის მართვა;
- სატელეფონო კომუნიკაცია პარტნიორებთან, კლიენტებთან, სახელმწიფო უწყებებთან და კონტრაქტორებთან;
- ინფორმაციის მოძიება, კვლევა და ანალიზი;
- ანგარიშების, ცხრილებისა და პრეზენტაციების მომზადება;
- Microsoft Office-ისა და Google Workspace-ის ყოველდღიური გამოყენება;
- AI ინსტრუმენტების (ChatGPT და სხვა) გამოყენებით ინფორმაციის დამუშავება და სამუშაო პროცესების გამარტივება;
- დავალებების შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;
- სხვადასხვა ბიზნესპროექტის ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
- კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა და დოკუმენტაციის ორგანიზება.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
- ინგლისური ენის თავისუფალი ფლობა (C1/C2 დონე) როგორც წერილობით, ასევე ზეპირ კომუნიკაციაში;
- Microsoft Office-ის (განსაკუთრებით Excel, Word და PowerPoint) მაღალ დონეზე ცოდნა;
- Google Workspace-თან მუშაობის გამოცდილება;
- AI ინსტრუმენტების ეფექტურად გამოყენების უნარი;
- ძLერი ორგანიზაციული და ანალიტიკური უნარები;
- დეტალებზე ორიენტირება;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა.
უპირატესობად ჩაითვლება:
- ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების, სამართლის ან მენეჯმენტის მიმართულებით გამოცდილება;
- საერთაშორისო კომპანიებთან ან უცხოელ პარტნიორებთან მუშაობის გამოცდილება;
- პროექტების მართვის სისტემებთან (Monday.com, Asana, Trello და სხვა) მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
- საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაო გარემოს;
- უშუალო მონაწილეობას ბიზნესისა და საინვესტიციო პროექტების მართვაში;
- პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას.
ანაზღაურება: 3000 - 4000 ლარი (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით).
გასაუბრების ნაწილი ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.