After Sales აგენტი- ბათუმი — მეტროპოლ მენეჯმენტ

მეტროპოლ მენეჯმენტ

After Sales აგენტი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

მეტროპოლი ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ქმნის თანამედროვე საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებს. ბათუმის ფილიალი აფართოებს გუნდს და ეძებს პასუხისმგებლობიან, კომუნიკაბელურ და მომხმარებელზე ორიენტირებულ After Sales აგენტს, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევას გაყიდვის შემდგომ ეტაპზე.

ლოკაცია: ბათუმი

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლებთან გაყიდვის შემდგომი კომუნიკაციის მართვა.
  • მომხმარებელთა მოთხოვნების, შეკითხვებისა და განაცხადების მიღება, დამუშავება და შესაბამისი რეაგირება.
  • სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინაცია მომხმარებლის საკითხების დროულად და ეფექტურად გადაწყვეტის მიზნით.
  • მომხმარებელთა მონაცემებისა და კომუნიკაციის აღრიცხვა CRM სისტემაში.
  • მომხმარებლის კმაყოფილების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა.
  • კომპანიის შიდა პროცესებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა.
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
  • Bitrix24 და CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
  • გამართული კომუნიკაციისა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • გუნდური მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას.
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.
  • კვების უზრუნველყოფას.
  • კორპორატიულ ნომერს.
  • პროფესიული განვითარების, სწავლებისა და კარიერული დაწინაურების შესაძლებლობას.
  • ტრენინგებსა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებს.
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს, გუნდურ აქტივობებსა და თიმბილდინგებს.

თუ გსურთ გახდეთ წარმატებული და მზარდი გუნდის წევრი, შემოუერთდით მეტროპოლის ბათუმის გუნდს!