ადვოკატის თანაშემწე
გიორგი ცობეხია და პარტნიორები არის საადვოკატო ბიურო რომელიც აცხადებს ვაკანსიას იურისტის - ადვოკატის თანაშემწის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალო (საბურთალოს ბიზნეს ცენტრი)
სამუშაო დრო: არასრული განაკვეთი (10:00 საათიდან 18:00 საათამდე), კვირაში 3 - დღე (ორშაბათი, სამშაბათი და ხუთშაბათი)
შრომის ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე) + ჯანმრთელობის დაზღვევა.
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია სრულად) გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, შესაძლებელია ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელება.
ძირითადი მოვალეობები:
- ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება და ანალიზი.
- კომპანიის კლიენტებისათვის კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის გაწევა.
- კორესპონდენციის მომზადება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან წერილობითი კომუნიკაცია.
- სხვადასხვა იურიდიული და საპროცესო დოკუმენტაციის მომზადება.
- სასამართლოსა და ადმ. ორგანოებში წარმომადგენლობა (სურვილისამებრ განვითარებისთვის).
- კომპანიის დირექტორის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით (უპირატესობად ჩაითვლება ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების სერტიფიკატი.
- იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი სავალდებულოა.
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა).
- ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა (წერილობითი/ზეპირი) (სასურველია).