ადრეული/სკოლამდელი განათლების პედაგოგი
საბავშვო ბაღი "პინიკონი" აცხადებს ვაკანსიას ადრეული და სკოლამდელი განათლების პედაგოგის პოზიციაზე 2-3 წლიან და 3-4 წლიან ასაკობრივ ჯგუფებში. (ჯგუფებში ბავშვების მაქსიმალური რაოდენობა 10 ბავშვი).
თუ ხართ ორიენტირებული პიროვნულ განვითარებაზე, ხართ აქტიური, კომუნიკაბელური და შემოქმედებითი და თქვენთვის მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობა — "პინიკონის" სივრცე თქვენ გელოდებათ!
ძირითადი მოვალეობები:
- ბავშვების ფსიქო-ემოციურ კეთილდღეობაზე ზრუნვა;
- სხვადასხვა აქტივობის განხორციელებაში ბავშვების მხარდაჭერა და ჩართულობა;
- ბავშვების უსაფრთხოებასა და განვითარებაზე ზრუნვა.
მოთხოვნები და პრიორიტეტები:
- ბავშვებთან თამაშისა და მათთან პოზიტიური კომუნიკაციის უნარი;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში; ან მომიჯნავე სფეროში;
- უცხო ენების ცოდნა და შემოქმედებითი უნარები (მუსიკა, ხატვა) შერჩევის პროცესში ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები: პედაგოგებისთვის
ანაზღაურება: ნახევარი განაკვეთი — 600 ლარიდან; სრული განაკვეთი — 1200 ლარიდან. არასრული განაკვეთი 1100 ლარიდან.
სამუშაო საათები (არჩევით):
- 09:00-დან 14:00-მდე (ნახევარი განაკვეთი) ან 10:00-დან 15:00-მდე.
- 09:00 დან 17:00 მდე (არასრული განაკვეთი)
- 10:00-დან 19:00-მდე (სრული განაკვეთი)
ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი, ვახტანგ ჭელიძის ქ. #13