ადრეული ინტერვენციის სპეციალისტი — Bright Academy

ეს ვაკანსია დასრულდა და აღარ იღებს განაცხადებს. ქვემოთ ნახეთ მსგავსი აქტიური ვაკანსიები.
Bright Academy

ადრეული ინტერვენციის სპეციალისტი

შეთანხმებით იწურება ადგილზე სრული განაკვეთი

ორგანიზაცია Bright Academy აცხადებს ვაკანსიას ადრეული ინტერვენციის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი

ადგილმდებარეობა: თბილისი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში;
  • ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და გამოყენება;
  • მინიმუმ ერთი უცხო ენის ცოდნა პროფესიული მასალის დამუშავების დონეზე;
  • უპირატესობად ჩაითვლება ადრეული ინტერვენციის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

საჭირო თვისებები და უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბავშვის განვითარების შეფასება (კონკრეტული შესაფასებელი სკრინინგ ინსტრუმენტის საშუალებით) და ინდივიდუალური პროგრამის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
  • ბავშვთან და მის მშობელთან სამუშაო პროცესის წარმართვა როგორც სახლის, ისე ცენტრის გარემოში;
  • რეკომენდაციების გაცემა მშობლისთვის, ან სხვა საჭირო დაწესებულებებისთვის;
  • შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • უწყვეტი სწავლის პროცესში ჩართვა.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა 2026 წლის 1 აგვისტო.

ჩვენ მოგიძებნით სხვის ვაკანსიებს

დატოვე შენი ნომერი, და როცა სხვის ვაკანსიები დაიდება, პირდაპირ ტელეფონზე შეგატყობინებთ.