ადმინისტრაციული პროექტების მომსახურების სპეციალისტი — მიფასი

მიფასი — ლოგო
მიფასი

ადმინისტრაციული პროექტების მომსახურების სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "მიფასი" 1998 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მას შემდეგ ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს პროფესიონალური გახმოვანების, პროფესიონალური განათების, მუსიკალური ინსტრუმენტებისა და ვიზუალური ტექნოლოგიების სფეროში. "მიფასის" სერვისებია: პროფესიონალური გახმოვანების, პროფესიონალური განათების და ვიზუალური ტექნოლოგიების პროექტირება, ტექნიკური ინტეგრაცია, ინსტალაცია/მონტაჟი, პერსონალის ტრენინგი, საგარანტიო და პოსტ-საგარანტიო მომსახურება.

ჩვენი გუნდი ეძებს ადმინისტრაციული პროექტების მომსახურების სპეციალისტს.

მოვალეობები
  • კომპანიის რესურსით მოპოვებული ლიდების მართვა;
  • მარკეტინგული კამპანიის მიერ მოპოვებული ლიდების მართვა;
  • კომპანიის რესურსითა და მარკეტინგული კამპანიით მოპოვებული პოტენციური კლიენტებისთვის პრეზენტაციების დაგეგმვა/ჩატარება და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა;
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • ინგლისური/რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
  • სასურველია გაყიდვების სფეროში გამოცდილება;
ანაზღაურება
  • ფიქსირებული ხელფასი 1400 ლ;
  • ბონუსი განხორციელებული პროექტებიდან;
  • გამოსაცდელი პერიოდი (ანაზღაურებადი) - 3 თვე;
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • უფასო კორპორატიულ ტელეფონს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;

სამუშაო გრაფიკი: სრული.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების 16.