ადმინისტრაციული ოპერატორი - დეკრეტის შემცვლელი
Lion Trans საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კომპანიაა, რომელიც 2008 წლიდან წარმატებით ოპერირებს აშშ-დან ტვირთების გადაზიდვის სფეროში. მრავალწლიანი გამოცდილებისა და სრული ლიცენზირების საფუძველზე, კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს უსაფრთხო, სწრაფ და ეფექტურ ლოგისტიკურ მომსახურებას.
"Lion Trans"-ის საერთაშორისო ქსელი და ფოთში მდებარე სტრატეგიული ტერმინალი უზრუნველყოფს ტვირთების შეუფერხებელ გადაადგილებასა და მნიშვნელოვან კავშირს ევროპისა და აზიის ბაზრებს შორის.
კომპანია "Lion Trans" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ოპერატორის (დეკრეტის შემცვლელი) პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ
ფუნქცია-მოცალეობები:
- დღის განმავლობაში შემოსული ინფორმაციის პროგრამული ასახვა;
- მომხმარებლის ინფორმაციის კონტროლი შესაბამის პროგრამაში;
- უშუალო ხელმძღვანელთან ყოველკვირეული რეპორტინგი.
ცოდნა, უნარები, შესაძლებლობები:
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- უცხო ენების ფლობა ინგლისური, რუსული (მინიმალური დონე B2)
პიროვნული მახასიათებლები:
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- პრიორიტეტების განსაზღვრა, სამუშაო დროის მენეჯმენტი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- მიზანდასახულობა.