ადმინისტრაციული მენეჯერის თანამშრომელი — გლდანი მოლი

გლდანი მოლი

ადმინისტრაციული მენეჯერის თანამშრომელი

₾1300 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

გლდანი მოლი აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები/მოვალეობები:

  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე საქმის წარმოება და ოფისის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • სავალდებულოა კომპიუტერული პროგრამების - Word, Excel, Outlook - ის გამართული ცოდნა;
  • დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
  • სამუშაოს ორგანიზება და დაგეგმვის უნარი;
  • სამუშაოს დადგენილ ვადებში შესრულების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობები:

  • კანცელარიის მოწესრიგება (დოკუმენტები, სკანერი და ა.შ);
  • სატელეფონო ზარების პასუხი, კონტროლი და შესაბამის პიროვნებასთან გადამისამართება;
  • ოფისში სტუმრების მიღება;
  • ფოსტის მიღება-გაგზავნა;
  • წერილის, ოქმის და განცხადების მომზადება;
  • ოფისში სამუშაო პირობების შექმნა (საკანცელარიო, საინფორმაციო მასალებით უზრუნველყოფის ორგანიზება);
  • შეხვედრების ორგანიზება;
  • დირექტორის მიერ მიცემული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
  • კომპანიის თანამშრომლების მონაცემების ადმინისტრირების პროცესის მართვა, შესაბამის ბაზასთან მუშაობა: შვებულებების, დანიშვნა/განთავისუფლების აღრიცხვა, ყოველთვიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
  • მოიჯარეთა ბაზების რეესტრის შედგენა;
  • მიღებული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

პიროვნული თვისებები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • საკუთარი თავის მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სხარტი აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • თავაზიანობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • მიზანზე ორიენტაციის უნარი;
  • ენერგიულობა.

ანაზღაურება: 1300 ლარი + დაზღვევა (გამოსაცდელი ვადის შემდეგ გაზრდის პერსპექტივით)

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ომარ ხიზანიშვილის ქ. N7, მეტრო "ახმეტელის თეატრის" მიმდებარე ტერიტორია.