ადმინისტრაციული მენეჯერი
"Starring Georgia" გუნდის ახალ წევრს ეძებს - ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.
თუ ხარ მოტივირებული, ენერგიული და გსურს გახდე ჩვენი გუნდის წევრი, გაეცანი დეტალებს.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ხოლო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელების პროცესში ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნატანები (შეკვეთილი).
- სამუშაო განაკვეთი: სრული
- ანაზღაურება: 2806 ლარი (დარიცხული)
ფუნქცია-მოვალეობები:
- საოფისე საქმიანობის ადმინისტრირება, ადმინისტრაციული დოკუმენტაციისა და საორგანიზაციო საკითხების მართვის უზრუნველყოფა.
- შემოსული და გასული კორესპონდენციის აღრიცხვა, კონტროლი, დამუშავება და დაარქივება.
- დირექტორის რეზოლუციის შესაბამისი რეაგირება/შესაბამის პირთან გადამისამართება და შესრულების ვადის კონტროლი.
- ბრძანებების, წერილებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება, რეგისტრაცია და შენახვა.
- კომპანიაში დაცული დოკუმენტების, მათ შორის მიმდინარე და გაფორმებული ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება და დაარქივება.
- ღონისძიებების კალენდრის მართვა და ორგანიზაციული მხარდაჭერა.
- საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული პროცესების კოორდინაცია.
- სტუმრების მიღებისა და გამასპინძლების უზრუნველყოფა.
- საოფისე პროცესების მონიტორინგი და ადმინისტრაციული მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ცოდნა.
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები/უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა.
- გუნდური მუშაობის უნარი.
მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს შპს "სთარინგ ჯორჯია" (ს/კ 404747743), რეგისტრაციის მისამართი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნატანები (შეკვეთილი), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემთა დამუშავების მიზანია ვაკანსიის (მათ შორის სამომავლო ვაკანსიის) მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება.