ადმინისტრაციული ასისტენტი
სს "ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის" შვილობილი კომპანია შპს "ნიკორა" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილმდებარეობა: ალ. მრევლიშვილის 2, ნაძალადევი, ნიკორას სათაო ოფისი
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 საათამდე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კორესპონდენციისა და დოკუმენტების მართვა/დახარისხება;
- შემომავალი/გამავალი წერილების/ზარების მიღება და შესაბამისი გადამისამართება;
- შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
- ოფისის სამეურნეო, საკანცელარიო შესყიდვების განხორციელება და მარაგების მართვა;
- საქმესთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- პუნქტუალურობა;
- მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა;
- სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის შესაძლებლობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.