ადმინისტრაციული ასისტენტი
ONEX GEORGIA აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე
კომპანიის შესახებ:
"ONEX" არის საერთაშორისო გადამზიდი კომპანია, რომელიც 2015 წლიდან ოპერირებს მსოფლიოს ბაზარზე. რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად კი, საქართველოში ONEX ოფიციალურად 2023 წლის 5 მაისს ა. ყაზბეგის 19ბ-ში გაიხსნა.
ძირითადი მოვალეობები:
- სხვადასხვა დოკუმენტაციის მოწესრიგება და შესაბამისი რეესტრის წარმოება;
- ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების აქტების, შესყიდვებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის დახარისხება და დაარქივება;
- შემოსული და გასული კორესპონდენციის მიღება-ჩაბარების პროცესის წარმოება;
- ადგილობრივი შესყიდვების დროულად და ეფექტურად განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Excel, Word) კარგი ცოდნა;
- ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დეტალებისადმი ყურადღება;
- გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი.
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: სრულ, კვირაში 40 საათი
- ადგილმდებარეობა: თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის 19 ბ
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ, მხარდამჭერ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს
- ფიქსირებული ანაზღაურებას + ბონუსი
- Fitpass
- ჯანმრთელობის დაზღვევას
პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ:
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით