ადმინისტრაციული ასისტენტი
კომპანია "GeoPaper" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული, 40 სთ კვირაში
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, ენუქიძის ქუჩა # 7
ანაზღაურება: საწყისი 1200 ₾, საგამოცდო პერიოდის შემდეგ 1500 ₾
მოვალეობები:
- შესყიდვებისა და გაყიდვების თანამშრომლებისთვის ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
- სხვადასხვა დოკუმენტაციის მოწესრიგება/რეესტრის წარმოება;
- შეკვეთილი ტვირთის შეუფერხებელი ტრანსპორტირებისთვის თანამშრომლობა ლოგისტიკის სამსახურთან;
- სატრანსპორტო კომპანიების ბაზის ფორმირება, მათი მომსახურების ვადებისა და ფასების მუდმივი კონტროლი;
- ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტების, შესყიდვებისა და ტრანსპორტირების დოკუმენტების დახარისხება/დაარქივება;
- კორესპონდენციის მიღება/ჩაბარების წარმოება;
- ადგილობრივი შესყიდვების დროულად განხორციელება (საკანცელარიო მიმართულებით)
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- Fitpass სარგებლობის შესაძლებლობას;
- კვების თანადაფინანსებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას.