ადმინისტრაციული ასისტენტი
საკურიერო კომპანია "Trackings.GE" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა:
საოპერაციო მენეჯერის დამხმარე ასისტენტი უზრუნველყოფს საწყობისა და ლოგისტიკური პროცესების ადმინისტრაციულ მხარდაჭერას, დოკუმენტაციის მართვასა და საოპერაციო საქმიანობის შეუფერხებელ მიმდინარეობას.
ძირითადი მოვალეობები:
- ლოგისტიკური პროცესების ფარგლებში დოკუმენტაციის მიღება, აღრიცხვა და კორექტირება;
- საოპერაციო მენეჯერის მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში;
- ლოგისტიკურ ოპერაციებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცესების მართვა;
- მონაცემების სისტემატიზაცია და ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობა;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა საოპერაციო და ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამოცდილება ადმინისტრაციულ, ლოგისტიკურ ან სასაწყობე პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
- დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 10:00-19:00;
- სამუშაო ლოკაცია: თბილისი (ორხევი);
- ანაზღაურება: 1100-1300 ლარი (გამოცდილების მიხედვით).
გასაუბრება ჩატარდება 2 ეტაპად:
- ონლაინ გასაუბრება;
- გასაუბრება სათავო ოფისში.