ადმინისტრაციული ასისტენტი — საქართველოს კარიტასი

საქართველოს კარიტასი

ადმინისტრაციული ასისტენტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

საქართველოს კარიტასი აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერილობა და პერსონალური სპეციფიკაციები:

  • ანგარიშვალდებულია: აღმასრულებელ დირექტორთან
  • დაკავშირებულია: პროგრამის და ადმინისტრაციულ პერსონალთან
  • პერიოდი: სრული განაკვეთი
  • სახელფასო დონე: A2
  • მთავარი მიზანი: ადმინისტრაციული და პროგრამული პერსონალის დახმარება სხვადასხვა ადმინისტრაციულ საკითხებში

ძირითადი მოვალეობები:

  • დაგეგმვა: დირექტორისა და ადმინისტრაციული მენეჯმენტის შეხვედრების დაგეგმვა და კოორდინირება, მათი კალენდრის მართვა და დროული შეხსენება.
  • კორესპონდენცია: ოფისში შემომავალი/გამავალი კორესპონდენციის წარმოება, მათ შორის ელ. წერილები, ბეჭდური წერილები და გზავნილები. მათი გადამისამართება შესაბამის პასუხისმგებელ პირებზე.
  • დოკუმენტების მართვა: ადმინისტრაციაში ბეჭდური და ელექტრონული ფაილების შენახვა/დაარქივება.
  • ადმინისტრაციული დოკუმენტის თარგმანი: დოკუმენტების, მოხსენებების და სხვა წერილობითი მასალების თარგმნა ქართულიდან ინგლისურად და პირიქით. თარგმანის ყველა სიზუსტის და სიცხადის დაცვით.
  • ოფისის შეხვედრების თარგმნა: ზეპირსიტყვიერი მთარგმნელობითი სერვისის მიწოდება შეხვედრების, კონფერენციებისა და ღონისძიებების დროს ქართულ/ინგლისურენოვან მონაწილეებს შორის კომუნიკაციის გასაადვილებლად.
  • შიდა კომუნიკაცია: ორგანიზაციის შიგნით ეფექტური კომუნიკაციის ხელშეწყობა შეტყობინებების და ინფორმაციის გადაცემით სხვადასხვა დეპარტამენტებთან და გუნდის წევრებთან.
  • გარე კომუნიკაცია: ადმინისტრაციაში შემოსული ზარების მიღება, სათანადო ინფორმაციის მიწოდება ან/და შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება. საფოსტო გზავნილების მართვა - გაგზავნა/მიღება, ჩაბარება, გადამისამართება.
  • ადმინისტრაციული ღონისძიების დაგეგმვა: ღონისძიებების, სემინარებისა და კონფერენციების მოწყობაში დახმარება, ორგანიზება და კოორდინაცია, ლოჯისტიკის ჩათვლით, როგორიცაა ადგილის მოწყობა, კვება და ტრანსპორტირება.
  • ადმინისტრაციული შეხვედრის მომზადება: შეხვედრის მასალების, მათ შორის დღის წესრიგის, პრეზენტაციების და მოხსენებების მომზადება. ყველა საჭირო აღჭურვილობის და რესურსის ხელმისაწვდომის უზრუნველყოფა.
  • ადმინისტრაციული დახმარება: ზედა რგოლის მენეჯმენტის მხარდაჭერა სხვადასხვა ადმინისტრაციულ დავალებში, მათ შორის მონაცემთა შეყვანისა და ანგარიშების წარმოებისთვის.
  • მოხალისეთა კოორდინაცია: დახმარება მოხალისეთა საქმიანობის კოორდინაციაში, მათ შორის დაგეგმვაში, კომუნიკაციასა და მხარდაჭერაში.
  • ოფისის აღჭურვილობა: ოფისის აღჭურვილობის, კერძოდ კარტრიჯების დროული შეცვლა/დატენვა, აღდგენა.
  • სხვა ადმინისტრაციული საქმიანობა.

სხვა:

დირექტორისგან გონივრულად მოთხოვნილი ნებისმიერი სხვა მოვალეობის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • განათლება: ბაკალავრის ხარისხი
  • გამოცდილება: არაკომერციულ, მულტიკულტურულ ან მოხალისეობრივ პროექტებში მუშაობის გამოცდილება
  • ტექნიკური უნარები: საოფისე პროგრამებისა (MS Office) და Windows-ის უახლესი ვერსიების სრულყოფილი ფლობა
  • კომუნიკაცია: ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია — როგორც პირისპირ, ისე ტელეფონით,
  • ადაპტაციურობა: მაღალი სამუშაო დატვირთვის მართვისა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი; კოლეგებისთვის დახმარების დროულად თხოვნა, მოქნილობა, მუდმივი სწავლისადმი ღიაობა და, რაც მთავარია ჯანსაღი იუმორის გრძნობა, სხვა ეროვნების, რელიგიის, შეხედულებებისა და კულინარიული გემოვნების პატივისცემა;
  • გუნდურობა: ნამდვილი გუნდური მოთამაშე, რომელიც კოლეგებთან მტკიცე, პოზიტიურ ყოველდღიურ ურთიერთობებს ამყარებს

განაცხადის შეტანა:

სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი.

საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან განაცხადების შემოტანის პერიოდის დასრულების შემდეგ.

ვაკანსიის გამოცხადება ორგანიზაციის გარეთ:

განაცხადის გამოქვეყნების თარიღი: 07.07.2026

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 21.07.2026

ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წელს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.