ადმინისტრაციის მენეჯერი/ოფისის მენეჯერი- ნატახტარი
"IC Panel" არის სენდვიჩ პანელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც მუდმივად ვითარდება და აფართოებს გუნდს. თუ ხართ შედეგზე ორიენტირებული, პასუხისმგებლობიანი და გსურთ სტაბილურ გარემოში კარიერული განვითარება, შემოგვიერთდით.
ადმინისტრაციის მენეჯერი/ოფისის მენეჯერი
მოვალეობები:
- ოფისის ადმინისტრირება
- დოკუმენტბრუნვა
- შეხვედრების ორგანიზება
- ზარებისა და კორესპონდენციის მართვა.
ადგილმდებარეობა: ნატახტარი, სოფ. ახალუბანი
ანაზღაურება: 2000 ლარიდან გამოცდილების მიხედვით
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- FitPass
- საწვავის/ბენზინის ხარჯის ანაზღაურება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- შესაბამის პოზიციაზე მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
- MS Office-ის ცოდნა
- პასუხისმგებლობა, კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარი