ადმინისტრატორი სტომატოლოგიურ კლინიკაში — მაქსიდენტი

samushao.ge
მაქსიდენტი — ლოგო
მაქსიდენტი

ადმინისტრატორი სტომატოლოგიურ კლინიკაში

₾70 GEL/დღე ახალი თბილისი · ადგილზე ნახევარი განაკვეთი

სტომატოლოგიური კლინიკა „მაქსიდენტი“ ეძებს პასუხისმგებლიან, კომუნიკაბელურ და ორგანიზებულ ქალბატონს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 09:45 – 20:30, 2/2 ან 3/3

სამუშაო მისამართი: თბილისი, ა. ყაზბეგის 28 (მეტრო დელისთან ახლოს)

ძირითადი მოვალეობები:

  • პაციენტების მიღება და რეგისტრაცია
  • ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მართვა და არქივაცია
  • სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებების მართვა
  • ვიზიტების დაგეგმვა და გადანაწილება
  • ადმინისტრაციული და საორგანიზაციო საკითხების მხარდაჭერა
  • გადახდების მიღება, ფინანსური ოპერაციების კონტროლი და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება
  • სისუფთავისა და ორგანიზებულობის უზრუნველყოფა მისაღებ სივრცეში
  • ექიმებისა და სხვა ადმინისტრაციული პერსონალის ყოველდღიურ საქმიანობაში დახმარება.

მოთხოვნები:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • რუსული ენის კარგი ცოდნა (ზეპირი და წერითი)
  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა
  • პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრის უნარი
  • გუნდში მუშაობის უნარი
  • სტომატოლოგიური პროგრამა „დენტოს“-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

მუშაობის გრაფიკი 2/2 ან 3/3 (თვეში 15 დღე)

ანაზღაურება 70 ლარი / დღე