ადმინისტრატორი- სტეფანწმინდა, ყაზბეგი — 1740 Hotel

1740 Hotel

ადმინისტრატორი- სტეფანწმინდა, ყაზბეგი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

1740 BOUTIQUE HOTEL აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე

ლოკაცია: სტეფანწმინდა, ყაზბეგი

თუ მოგწონს სტუმრებთან ურთიერთობა, ხარ კომუნიკაბელური და პასუხისმგებლობიანი - ჩვენ გელით ჩვენს პატარა, მყუდრო სასტუმროში ყაზბეგში!

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის სულ მცირე B2 დონე;
  • რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • სასურველია მინიმალური გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • პოზიტიური დამოკიდებულება და გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრების დახვედრა, განთავსება და გაცილება;
  • სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს სერვისებისა და შეთავაზებების შესახებ;
  • კომუნიკაცია სტუმრებთან - პირისპირ, ტელეფონით და ელ-ფოსტით;
  • გაუთვალისწინებელ სიტუაციებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება;

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • საცხოვრებლით უზრუნველყოფა;
  • კვება;
  • სასიამოვნო და მეგობრული სამუშაო გარემო;
  • შესაძლებლობა განვითარდე ტურიზმის სფეროში.

ანაზღაურება: 1500 ლარი