ადმინისტრატორი, საუზმის მზარეული, სასტუმროს დიასახლისი — სასტუმრო Gladius Inn

სასტუმრო Gladius Inn

ადმინისტრატორი, საუზმის მზარეული, სასტუმროს დიასახლისი

₾1200 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სასტუმრო "გლადიუს ინნ" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. ადმინისტრატორი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (აუცილებელია სტუმრებთან კომუნიკაციისთვის);
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ფლობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ყურადღება დეტალების მიმართ.

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრების მიღება-განთავსება (Check-in) და გასვლისას (Check-out) ნომრის მდგომარეობის შემოწმება/კონტროლი;
  • ჯავშნების მიღება და კონტროლი (მათ შორის Booking.com-ის პლატფორმაზე);
  • შემოსულ ზარებზე, წერილებსა და Mail-ებზე დროული პასუხის გაცემა;
  • სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება;
  • მენეჯმენტის მიერ დაკისრებული სხვა მიმდინარე ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

სამუშაო პირობები:

  • გრაფიკი: 18:00 სთ-დან დილის 09:00 სთ-მდე ან 09:00 დან 18:00 მდე
  • ანაზღაურება: 60 ლარი ღამის ცვლაზე; 50 ლარი დღის ცვლაზე
  • (ირიცხება ბარათზე თვის ბოლოს)

2. საუზმის მზარეული

მოვალეობები:

  • კერძების დროულად და ხარისხიანად მომზადება
  • პროდუქტების მარაგის კონტროლი
  • სამზარეულოს და სასადილოს მოწესრიგება სამუშაო პროცესის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ
  • არსებული პროდუქტების ვარგისიანობის შემოწმება სტანდარტების შესაბამისად
  • საუზმის სივრცის მოწესრიგება, შვედური მაგიდის სერვირება

სამუშაო საათები: 08:00 - 15:00

ანაზღაურება ცვლაზე 50 ლარი (ირიცხება ბარათზე თვის ბოლოს)

3. სასტუმროს დიასახლისი

ძირითადი მოვალეობები:

  • სასტუმროს შიდა და გარე ტერიტორიების სისუფთავეზე ზრუნვა;
  • ნომრების სტანდარტების მიხედვით დალაგება-დასუფთავება;
  • ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვა;
  • ადმინისტრაციის დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • თავაზიანი, შრომისმოყვარე, მოტივირებული, ორგანიზებული, მოწესრიგებული;
  • კეთილსინდისიერად სამუშაოს შესრულება;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო დღეების რაოდენობა (კვირაში): 5 დღე;
  • სამუშაო საათები (დღეში): 8 საათი;
  • დასვენების დღეების რაოდენობა (კვირაში): 2 დღე;
  • ანაზღაურება: 1200 ლარი.

ლოკაცია: თბილისი, დ. აღმაშენებლის 142 (მეტრო მარჯანიშვილთან ახლოს)