ადმინისტრატორი/რადიოლოგის ასისტენტი
ლუმისონ კლინიკა" (ესთეტიკური და დიაგნოსტიკური ცენტრი) აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის/რადიოლოგის ასისტენტის პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ ორ ენერგიულ და პასუხისმგებლობიან კანდიდატს, რომლებიც მზად არიან შეითავსონ ადმინისტრაციული საქმიანობა და რადიოლოგის ასისტენტის ფუნქციები.
ძირითადი მოვალეობები:- პაციენტების მიღება, რეგისტრაცია და კონსულტაცია;
- ზარებზე პასუხი, ვიზიტების დაგეგმვა და მართვა;
- რადიოლოგის ასისტენტობა: კვლევის შედეგების დაბეჭდვა, პაციენტებისთვის გადაცემა და დოკუმენტაციის მოწესრიგება;
- კლინიკის სტანდარტების დაცვა და კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა.
- სამუშაო გამოცდილება (სასურველია სამედიცინო ან ესთეტიკურ ცენტრში);
- უცხო ენების ცოდნა: ინგლისური ენა (სავალდებულო, სამუშაო დონეზე), რუსული ენა (სასურველია);
- კომპიუტერული პროგრამების და სწრაფი ბეჭდვის უნარი (აუცილებელია);
- მომსახურების სფეროსთვის დამახასიათებელი ეტიკეტის ცოდნა;
- კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა.
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- სტაბილურ ანაზღაურებას;
- გრაფიკი: მონაცვლეობითი (ცვლებით).