ადმინისტრატორი-მიმტანი
პატარა ბუტიკ-სასტუმრო Nika Hotel and Club შუახევში (4 კოტეჯი, აუზი და ლამაზი ტერიტორია ფოტო ლოკაციებით) ვიწვევთ ყურადღებიან, ღიმილიან და პოზიტიურ ადმინისტრატორ-მიმტანს გოგონას სამუშაოდ, სასტუმრო მდებარეობს შუახევში — ბათუმიდან 2 საათის სავალზე.
პირობები:
- 15–20 დღე თვეში (დარჩენა აუცილებელია, გრაფიკზე მოლაპარაკება შესაძლებელია)
- საცხოვრებელი და კვება სამუშაო დღეებში უზრუნველყოფილია
- ხელფასი: 110₾ დღეში (განაკვეთი + %) + ბონუსები გაყიდვებიდან + ჩაი
მოთხოვნები:
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
- კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა, პუნქტუალობა, კეთილგანწყობა
- ღიმილიანი და პოზიტიური დამოკიდებულება, დახმარების სურვილი
- მრავალფუნქციურად მუშაობის მზადყოფნა, ინიციატივიანობა და განვითარების სურვილი
მოვალეობები:
- სტუმრების მიღება და განთავსება
- რეგისტრაცია, გადახდების მიღება და აღრიცხვა
- დამატებითი მომსახურებების შეთავაზება
- გამოხმაურებებზე მუშაობა
- ტერიტორიის სისუფთავის კონტროლი
- შეკვეთების მიღება, მიტანა, მაგიდის ალაგება
- დახმარება სტუმრებს: სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტა, ფოტოების გადაღება, კაბების არჩევაში დახმარება და სხვა.
- ახალი სერვისების დანერგვაში მონაწილეობა
- ყოველდღიური ფინანსური ანგარიშგების წარმოება
მნიშვნელოვანია: ჩვენ ვართ პატარა სასტუმრო და მოვალეობები არ არის დანაწილებული დეპარტამენტებად. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, რათა თავი გამოიჩინოთ სხვადასხვა მიმართულებით და შეისწავლოთ სასტუმროს ბიზნესი შიგნიდან. გამოცდილება არ არის აუცილებელი, მთავარია უცხო ენების ცოდნა და განვითარების სურვილი.
თუ გსურთ იმუშაოთ ლამაზ ადგილას, სადაც აფასებენ კომფორტს, ატმოსფეროს და სტუმარზე ზრუნვას — ჩვენ გელით!