ადმინისტრატორი- ქუთაისი — ლიონ ავტო

ლიონ ავტო

ადმინისტრატორი- ქუთაისი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"Lion Auto Kutaisi" არის ქუთაისში მდებარე თანამედროვე ავტობაზრობა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ავტომობილების განთავსებისა და გაყიდვის ორგანიზებულ მომსახურებას.

ავტობაზრობის ტერიტორიაზე შექმნილია მოწესრიგებული და კომფორტული გარემო როგორც ავტომობილის მფლობელებისთვის, ისე ავტომობილის შემსყიდველი მომხმარებლებისთვის.

"Lion Auto Kutaisi"-ის მომსახურებები მოიცავს ავტომობილების მიღებასა და განთავსებას, გასაღებების შენახვას, ავტომობილების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და სარეკლამო მხარდაჭერას, ასევე გაყიდვის პროცესის ხელშეწყობას.

ვაკანსია: ადმინისტრატორი

სამუშაო ადგილი: ქუთაისი, ნიკეა, რეზო ჭეიშვილის N22

ძირითადი მოვალეობები:

  • ავტომობილის მიღებისა და გასვლის პროცესის გაფორმება;
  • მომხმარებლების კონსულტაცია;
  • ავტობაზრობის მომსახურებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • ავტომობილის განთავსებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება;
  • მომხმარებლებისთვის სარეკლამო და გაყიდვის მომსახურებების შეთავაზება;
  • ავტომობილის შესახებ საჭირო ინფორმაციის მიღება და სისტემაში დაფიქსირება;
  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია და მათი საჭიროებების შესაბამისი მომსახურების შეთავაზება;
  • ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • გამართული კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მომხმარებელთან თავაზიანი და პროფესიონალური კომუნიკაცია;
  • ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
  • კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები;
  • ავტომობილების სფეროსადმი ინტერესი ჩაითვლება უპირატესობად;
  • სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის.

სამუშაო პირობები: სამუშაო პირობებისა და ანაზღაურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განიხილება გასაუბრების ეტაპზე.