ადმინისტრატორი / ჰოსტესი
აჭარული ღვინის სახლი აცხადებს ვაკანსიას: ადმინისტრატორი / ჰოსტესი
გვჭირდება მეგობრული, ორგანიზებული და პრეზენტაბელური ადმინისტრატორი/ ჰოსტესი, რომელიც სტუმრებს შეხვდება და ღვინის სახლის პირველ შთაბეჭდილებას შექმნის.
მოთხოვნები:
- ქართული ღვინის კულტურის ელემენტარული ცოდნა
- სტუმრების მიღებისა და მომსახურების გამოცდილება (სასურველია)
- ქართული, ინგლისური და რუსული ენები (სასურველია)
- მეგობრული, თბილი და პრეზენტაბელური გარეგნობა
- ორგანიზებულობა, მრავალი საქმის პარალელურად კეთების უნარი
- კომპიუტერის საბაზო ცოდნა
პასუხისმგებლობები:
- სტუმრების დახვედრა, მისალმება და განთავსება
- ჯავშნების მიღება, მართვა და კოორდინაცია
- ტელეფონის ზარებისა და შეტყობინებების დამუშავება
- სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება მენიუსა და ღვინის ასორტიმენტის შესახებ — ადმინისტრაციული საქმიანობა — სტუმრის კმაყოფილების უზრუნველყოფა დასვლიდან გასვლამდე
სამუშაო ადგილი: ბათუმიდან 20 წუთის გზა — ხელვაჩაური, აჭარისწყალი
ანაზღაურება: კონკურენტული. შემოგთავაზებთ გასაუბრების დროს, გამოცდილებისა და მოტივაციის მიხედვით