ადმინისტრატორი/გაყიდვების წარმომადგენელი- გუდაური — სქი-გუდაური

სქი-გუდაური — ლოგო
სქი-გუდაური

ადმინისტრატორი/გაყიდვების წარმომადგენელი- გუდაური

₾1800 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"Ski Gudauri" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის/გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: გუდაური

სამუშაო პერიოდი: სეზონური — დეკემბრიდან აპრილის ჩათვლით

ანაზღაურება: 1800 ლარი + ბონუსი

სამუშაო გრაფიკი: 09:00-21:00

კვირაში 6 სამუშაო დღე

ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურებადია

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლების მიღება და კონსულტაცია;
  • მომსახურებებისა და პროდუქტების შეთავაზება/გაყიდვა;
  • CRM სისტემაში ჯავშნებისა და მომხმარებლის ინფორმაციის მართვა;
  • ჯავშნების მიღება და ადმინისტრირება;
  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია ადგილზე და ონლაინ;
  • ყოველდღიური საორგანიზაციო და ადმინისტრაციული პროცესების მართვა;
  • კომპანიის მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გაყიდვების ან/და ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • CRM სისტემაში მუშაობის ცოდნა/გამოცდილება;
  • კარგი კომუნიკაციისა და გაყიდვების უნარები;
  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
  • სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • სხარტი აზროვნება და სწრაფად რეაგირების უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • პერფორმანსზე დაფუძნებულ კარგ საბონუსე სისტემას;
  • ანაზღაურებად ზეგანაკვეთურ სამუშაოს;
  • საცხოვრებლით უზრუნველყოფას გუდაურში;
  • ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას;
  • სამუშაოს დაწყებამდე შესაბამის გადამზადებას - Ski Gudauri-ს მუშაობის სპეციფიკას, შიდა პროცესებსა და სისტემებთან მუშაობას ადგილზე შეგასწავლით;
  • აქტიურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს საერთაშორისო მომხმარებლებთან, დაწინაურების პერსპექტივით.