ადმინისტრატორი- გალერია თბილისი
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "xs toys" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე, ქალაქ თბილისში, თავისუფლების მოედანი, გალერეა თბილისი.
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "XS სათამაშოები" 2013 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, აერთიანებს 5 საფირმო მაღაზიას, რომელთაგან ოთხი თბილისში, ერთი კი ბათუმში მდებარეობს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი სათამაშოების მწარმოებელი კომპანიების პროდუქციას, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ბავშვისთვის.
სამუშაო პირობები:
- ლოკაცია: გალერეა თბილისი;
- მიმართულება: Build a Bear-ის "სახელოსნო"
- სამუშაო გრაფიკი: სრული
ჩვენთან გელოდებათ:
- კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
- კომფორტული სამუშაო გარემო;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება.
ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.
ძირითადი მოვალეობები:
- მაღაზიის ოპერაციული პროცესების ორგანიზება და მართვა
- მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა
- მარაგების კონტროლი და შეკვეთების განხორციელება
- სალაროს მართვა
- გაყიდვების პროცესის ეფექტიანობის გაუმჯობესება
ძირითადი მოთხოვნები:
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება;
- გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
- საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel).
პიროვნული მახასიათებლები:
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!