ადმინისტრატორი Build A Bear-ის სახელოსნოში- გრანდ მოლი ბათუმი
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "xstoys" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე, Build A Bear-ის სახელოსნოში, გრანდმოლში ქალაქ ბათუმში.
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "Xs სათამაშოები" 2013 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, აერთიანებს 6 საფირმო მაღაზიას, რომელთაგან ოთხი თბილისში და ეორი ბათუმში მდებარეობს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი სათამაშოების მწარმოებელი კომპანიების პროდუქციას, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ბავშვისთვის.
ჩვენთან გელოდებათ:
- კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
- კომფორტული სამუშაო გარემო;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება.
ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.
ძირითადი მოვალეობები:
- მაღაზიის ოპერაციული პროცესების ორგანიზება და მართვა
- მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა
- მარაგების კონტროლი და შეკვეთების განხორციელება
- სალაროს მართვა და დღის შემოსავლის აღრიცხვა
- პროდუქციის განლაგებისა და მოწესრიგების მონიტორინგი
- გაყიდვების პროცესის ეფექტიანობის გაუმჯობესება
ძირითადი მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ცოდნა
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია)
- კომპიუტერული უნარები (MS Office, სალარო სისტემები)
პიროვნული მახასიათებლები:
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- კომუნიკაციის და დროის მართვის უნარი
- მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა