ადმინისტრატორი- ბათუმი, ბავშვთა გასართობი ცენტრი TURSALAND
საერთაშორისო სასტუმრო ქსელი "Best Western Plus Batumi / ბესთ უესტერნ პლას ბათუმი" -ში არსებული ბავშვთა გასართობი ცენტრი "TURSALAND" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 40 საათი);
ლოკაცია: ქ. ბათუმი, დ. აღმაშენებლის ქ. N13ბ.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სტუმრების დახვედრა და პოზიტიური გარემოს შექმნა;
- გასართობ ცენტრში არსებული სერვისების დეტალური გაცნობა/შეთავაზება;
- სატელეფონო ზარებზე პასუხი, ელექტრონული შეტყობინებების მიღება და გაგზავნა;
- გასართობი ცენტრის აპარატების გამართული მუშაობის კონტროლი;
მოთხოვნები და უნარები:
- უპირატესად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- თავაზიანობა;
- უცხო ენა: ინგლისური
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
- ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას;
- კვებასა და ჯანმრთელობის დაზღვევას;
კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.
გისურვებთ წარმატებას!