ადმინისტრატორი- ბათუმი — RIFT Gaming Lounge

RIFT Gaming Lounge

ადმინისტრატორი- ბათუმი

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"RIFT Gaming Lounge" — პრემიუმ კლასის გეიმინგ სივრცე ბათუმში — აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის ქ. 1

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი, ცვლიანი გრაფიკი

მოვალეობები:

  • სტუმრების მიღება, კონსულტაცია და მომსახურება;
  • სესიებისა და ჯავშნების მართვა შიდა სისტემით;
  • ანგარიშსწორება (ნაღდი/ბარათი), სალაროს ოპერაციები და ცვლის ჩაბარება;
  • დარბაზში წესრიგის დაცვა, ტექნიკის მდგომარეობის კონტროლი და ხარვეზების დროული დაფიქსირება;
  • სასმელების გაყიდვა და საწევრო აბონემენტების შეთავაზება სტუმრებისთვის.

მოთხოვნები:

  • ასაკი 18 წლიდან;
  • ქართული ენის თავისუფლად ცოდნა; რუსული ან/და ინგლისური — სასურველია;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა, კომუნიკაბელურობა;
  • PC-სა და გეიმინგის ცოდნა ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

  • გრაფიკი: 12-საათიანი ცვლები, 2/2 სისტემით (დღის/ღამის როტაცია);
  • ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუს სისტემა (დღიური გეგმის შესრულებაზე და აბონემენტების გაყიდვაზე);
  • ტრენინგი ადგილზე, მკაფიო სამუშაო სტანდარტები;
  • თანამედროვე ტექნიკა და მეგობრული გუნდი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 30 სექტემბერი.