ადმინისტრატორი- ბაკურიანი — სასტუმრო კრისტალი

სასტუმრო კრისტალი — ლოგო
სასტუმრო კრისტალი

ადმინისტრატორი- ბაკურიანი

შეთანხმებით ახალი ბაკურიანი · ადგილზე სრული განაკვეთი

"სასტუმრო კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ბაკურიანი, დ. აღმაშენებლის ქუჩა, დიდველის საბაგიროს მიმდებარე ტერიტორია

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება და განთავსება;
  • სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ;
  • სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
  • სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • პროგრამა "ფინაში" მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაცია;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • ლიდერული უნარ-ჩვევები;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი.
გუნდის ახალ წევრს ჩვენ ვთავაზობთ:
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • საცხოვრებლით, ტრანსპორტირებითა და კვებით უზრუნველყოფას;
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას კარიერული ზრდისა და განვითარებისთვის.
შერჩევის ეტაპები:
  • რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს);
  • ინდივიდუალური გასაუბრება HR მენეჯერთან;
  • გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან.