ადმინისტრატორი
სასტუმრო "Astoria Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმრების მიღება;
- სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - სერვისების, ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
- სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და შესაბამისი ოპერაციების შესრულება;
- შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა/გადამისამართება;
- სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
- სხვა დეპარტამენტებთან კოორდინაცია სასტუმროს ოპერაციების შეუფერხებლად მიმდინარეობის უზრუნველსაყოფად.
ძირითადი მოთხოვნები:
- სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (გასაუბრება ჩატარდება ქართულად, ინგლისური და რუსული კომპონენტებით).
სასურველია:
- მცირე სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
- სასტუმროს პროგრამების ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
- მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის;
- ჯანმრთელობის დაზღვევის დაფინანსებას;
- კვებით უზრუნველყოფას.
ანაზღაურება: 1300 NET ლარი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ჭონქაძის 21
სამუშაო საათები: 2/2 ცვლა, 12 საათიანი გრაფიკი - დღის და ღამის ცვლა.