ადმინისტრატორი
Tactical.ge არის კომპანია, რომელიც 2019 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და გთავაზობთ მაღალი ხარისხის სამხედრო და სალაშქრო ეკიპირებას. დღეს "Tactical" არის ისეთი ბრენდების ოფიციალური იმპორტიორი საქართველოში, როგორიცაა: M-TAC, VAV WEAR, PENTAGON, NOVRITSCH, YAKEDA, CYTAC, IDOGEAR და სხვა. კომპანია წარმოდგენილია რამდენიმე მაღაზიის სახით საქართველოს მასშტაბით.
ვაკანსია: ადმინისტრატორი
"Tactical.ge" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- პერსონალის მართვა და სამუშაო პროცესის კოორდინაცია;
- პროდუქციის მიღება, აღრიცხვა და განლაგების კონტროლი;
- ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და მარაგების პერიოდული გადამოწმება;
- გაყიდვების მონიტორინგი;
- მომხმარებელთა მაღალი დონის მომსახურება და პრობლემური საკითხების ეფექტური გადაწყვეტა;
- სალაროს კონტროლი და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება.
ძირითადი მოთხოვნები:
- გამოცდილება მსგავს სფეროში;
- კომპიუტერული უნარები (MS Office, სალარო სისტემები).
პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაციისა და დროის მართვის უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;