ადმინისტრატორი — სასტუმრო Brim Tbilisi

სასტუმრო Brim Tbilisi — ლოგო
სასტუმრო Brim Tbilisi

ადმინისტრატორი

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სასტუმრო "Brim Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას მიმღებ განყოფილებაში ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, მალხაზ აბდუშელიშვილის 12/14 (ავლაბარი)

გრაფიკი: 12 საათიანი (ოთხი სამუშაო / ოთხი დასვენების დღე)

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელზე ასაღები 1000 ლარი (+ ბონუსი)

მოთხოვნები:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია სასტუმროს მართვის პროგრამის ცოდნა;
  • დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
  • კომუნიკაბელური, არაკონფლიქტური, პრეზენტაბელური;
  • გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი.

მოვალეობები:

  • სასტუმროში მოსული სტუმრების მიღება - განთავსება, გასტუმრება;
  • სტუმრებთან ურთიერთობა და კომუნიკაციის წარმართვა;
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის სათანადოდ მიწოდება;
  • სასტუმროს შიდა ინფორმაციული სისტემის განახლება და ორგანიზება;
  • სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • ყოველთვიურ დამატებით ბონუსურ ანაზღაურებას;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
  • ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.