ადმინისტრატორი
სასტუმრო "Brosse Garden" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
გრაფიკი: 24 საათიანი ცვლები, ყოველ მესამე დღე; (10საათიდან - 10 საათამდე)
ანაზღაურება: 1100 ლარი + ბონუსები
სამუშაო ადგილი: თბილისი, მარი ბროსეს 6/8
მოვალეობები:
- სტუმრების მიღება და ნომრებში განთავსების უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების დაცვით;
- სტუმართა რეგისტრაციისათვის ყველა საჭირო ინფორმაციის ამოღება, დამუშავება და დადგენილი ფორმების შევსება;
- ჯავშნების განხორციელება;
- სატელეფონო ზარებზე პასუხი;
- სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება;
- ჰაუსქიფერებთან ინფორმაციის გაცვლა.
საჭირო უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- აუცილებელია ინგლისური/რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.