ადმინისტრატორი — იელთი ჯგუფი

იელთი ჯგუფი — ლოგო
იელთი ჯგუფი

ადმინისტრატორი

₾1300 ₾ ახალი ბათუმი · ადგილზე სრული განაკვეთი

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია ,,იელთი ჯგუფი“ აცხადებს ადმინისტრატორის ვაკანსიას აპარტ-სასტუმროში.

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრების სტანდარტების შესაბამისად მიღება-განთავსება და გაცილება;
  • ოთახების სტატუსისა და მდგომარეობის კონტროლი;
  • გადახდები და დოკუმენტაციის შევსებისა და სისწორის კონტროლი;
  • ჯავშნების მიღება;
  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
  • სატელეფონო საუბრის და ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა;
  • სამუშაო პროცესში სასტუმროში არსებულ სხვა დეპარტამენტებთან ურთიერთ თანამშრომლობა და ინფორმაციის გადაცემა;
  • უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია მის პოზიციასთან და კომპეტენციასთან.

საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • სასტუმროს საოპერაციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • უცხო ენების ცონდა საკომუნიკაციო დონეზე აუცილებელია;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ფიზიკურად შრომის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

სამუშაო გრაფიკი: 40 საათი კვირაში 2/2 გრაფიკი 12 საათიანი სამუშაო დრო (მოიცავს საღამოს ცვლას)

ანაზღაურება: 1300 ლარი

ლოკაცია: ქ.ბათუმი

უპირატესობები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ