ადმინისტრატორი
Glamour Nail Gallery აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე
თუ ხარ ენერგიული, კომუნიკაბელური და პასუხისმგებლიანი, შემოუერთდი Glamour Nail Gallery-ის მეგობრულ გუნდს!
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლების დახვედრა და გამასპინძლება;
- შემომავალ ზარებსა და შეტყობინებებზე დროული რეაგირება;
- ჩაწერების მართვა და პროგრამულად ასახვა (შესწავლება ადგილზე);
- მომხმარებლებისთვის სერვისებისა და პროდუქციის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
- პროდუქციის გაყიდვების პროცესში მონაწილეობა;
- მომხმარებლებთან ანგარიშსწორების წარმოება;
- სოციალური მედიის მართვაში მონაწილეობა (Instagram Story-ების გადაღება და განთავსება);
- მენეჯმენტის მიერ განსაზღვრული ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;
- ქართული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (სავალდებულო);
- რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება სასურველია.
პიროვნული თვისებები:
- პოზიტიური;
- პასუხისმგებლიანი;
- კომუნიკაბელური;
- თავაზიანი;
- პუნქტუალური.
სამუშაო პირობები:
- კვირაში 5 სამუშაო დღე (გრაფიკი შეთანხმებით)
- სამუშაო საათები: 09:45 – 21:00
ფილიალები:
- საბურთალო — დ. გამრეკელის #4
- ვაკე — ზ. ფალიაშვილის #88
ანაზღაურება და სხვა პირობები განიხილება გასაუბრების ეტაპზე.
გახდი Glamour Nail Gallery-ის გუნდის წევრი!