ადმინისტრატორი — HORIZONS GROUP

HORIZONS GROUP — ლოგო
HORIZONS GROUP

ადმინისტრატორი

₾1200 ₾ ახალი ბათუმი · ადგილზე სრული განაკვეთი

„ჰორიზონს აპარტ’ოტელი“ აცხადებს ვაკანსიას აპარტ’ოტელის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: ბათუმი.

სამუშაო გრაფიკი: სრული (მოძრავი გრაფიკი).

ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 + ბონუსი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი (განათლება ტურიზმის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად);
  • სასტუმროში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
  • სასტუმროს მომსახურების სტანდარტების ცოდნა და მათ განხორციელებაზე ზრუნვა;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა (დამატებითი ენების ჩაითვლება უპირატესობად);
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
  • სასტუმროს მართვის საერთაშორისო პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობები:

  • ჯგუფური და ინდივიდუალური ჯავშნების მიღება;
  • მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა - მათ გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • აპარტ’ოტელის დაკავებულობის მაჩვენებლის, დღის ნომრის ფასების, ოთახების სტატუსების, შემოსული და შემომსვლელი სტუმრების მოთხოვნების სტატუსების მუდმივი კონტროლი;
  • დეტალური ინფორმაციის ფლობა - აპარტ’ოტელში არსებული სხვა ობიექტების და მათი ტარიფების შესახებ;
  • სტუმრების მიღება-განთავსებისა და გაცილების შესაბამისი პროცედურების ზუსტად განხორციელება;
  • ეფექტური და პოზიტიური ურთიერთობების უზრუნველყოფა, როგორც მომხმარებელთან, ასევე თანამშრომლებთან;
  • აპარტ’ოტელის დოკუმენტაციასთან მუშაობა;
  • უშუალო უფროსის სხვა და სხვა დავალებების შესრულება.

პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი პროფესიული ზრდისა და განვითარებისათვის;
  • თბილ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.