ადმინისტრატორი
ქალაქის ცენტრში მდებარე პატარა 12 ნომრიანი სასტუმრო "LeCaucase" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ქ.თბილისი . ალექსანდრე დიუმას 23 . (ძველი თბილისი)
აუცილებელი მოთხოვნები ადმინისტრატორის პოზიციაზე:
- ენები: ქართული/ინგლისური (სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
- სამუშაო გამოცდილება: იგივე სფეროში
- უნარები: გუნდური და ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა; ენერგიული, პუნქტუალური, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი; სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი; სტუმრის კომფორტზე და სერვისის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული.
მოვალეობები:
- სტუმრების მიღება, განთავსება და გაცილება
- სტუმრის სასტუმროს მართვის სისტემაში რეგისტრაცია და გადახდის ოპერაციების წარმოება სასტუმროს პროცედურების მიხედვით
- შემოსული სატელეფონო ზარების და ელფოსტის მიღება და მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება
- სასტუმროს პროცედურების და სტანდარტების კარგად ცოდნა
სამუშაო განრიგი: 3 დღეში ერთხელ 24 საათი (ღამის საათებში დასვენების შესაძლებლობით). თვეში 10 სამუშაო დღე.
ხელფასი: 1 მორიგეობა 100 ლარი, თვის ბოლოს 1000 ლარი.