ადმინისტრატორი — საკვები ობიექტი მეტრო

საკვები ობიექტი მეტრო

ადმინისტრატორი

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

საკვები ობიექტი "მეტრო" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები/მოვალეობები:

  • ობიექტის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი;
  • თანამშრომლების სამუშაო პროცესის კოორდინაცია;
  • მომხმარებლების მომსახურება და ხარისხის კონტროლი;
  • სალაროსა და ფინანსური ოპერაციების კონტროლი;
  • პროდუქციის/მარაგების აღრიცხვისა და მოწესრიგების კონტროლი;
  • თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის ორგანიზება;
  • პრობლემური სიტუაციების დროული მოგვარება;
  • ხელმძღვანელისთვის საჭირო ინფორმაციისა და ანგარიშების მომზადება;
  • კომპანიის შიდა რეგულაციებისა და სტანდარტების შესრულების კონტროლი.
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების მიღება;
  • სალარო აპარატთან მუშაობა და დღის ბოლოს სალაროს დახურვა;
  • პროდუქციის/მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • სალაროში არსებული თანხისა და დოკუმენტაციის კონტროლი;
  • სამუშაო სივრცის მოწესრიგებისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • კომპანიის შიდა წესებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა.

პიროვნული თვისებები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • თავაზიანობა;
  • ენერგიულობა.

ანაზღაურება: საწყის ეტაპზე 1000 ლარი (გამოსაცდელი ვადის შემდეგ გაზრდის პერსპექტივით)

გრაფიკი: კვირაში 5 დღე, დასვენება 2 დღე. სამუშაო საათები 11:00-21:00 (შესვენების დრო წინასწარ შეთანხმებით)

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ომარ ხიზანიშვილის ქ. N7, მეტრო "ახმეტელის თეატრის" მიმდებარე ტერიტორია, სავაჭრო ცენტრი "გლდანი მოლის მე - 4 სართული.