ადმინისტრატორი
კომპანია "Sportsmed" წარმოადგენს, პირველად საქართველოში ორთოპედ-ტრავმატოლოგიისა და რეაბილიტაციის ერთობლივ კომპლექსს. უმაღლესი კვალიფიკაციის წამყვანი სპეციალისტები: ორთოპედ-ტრავმატოლოგები, ვერტებროლოგები და რეაბილიტოლოგები, რომელთა მუშაობა გუნდურ პრინციპებზეა აგებული.
კომპანია "Sportsmed" იწვევს დასაქმების მსურველებს ადმინისტრატორის პოზიციაზე სამუშაოდ!
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის პლატო 2მრ. ბესარიონ ჟღენტის ჩიხი 1
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 - საათიდან 18:00 - საათამდე, შაბათი 09:30-13:00 საათამდე (თვეში 2 შაბათი დასვენება)
ანაზღაურება: 1400 ლარი (ხელზე), ჯანმრთელობის დაზღვევა, მზარდი ანაზღაურება.
ფუნქცია-მოვალეობები:
- პაციენტების დაკვალიანება პირველადი ინფორმაციის მიწოდებით;
- პაციენტის ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ;
- შემოსული სატელეფონო ზარების მიღება;
- პაციენტების რეგისტრაცია; სალარო ოპერაციების წარმოება;
- პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება.
- საჭიროებიდან გამომდინარე უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
საჭირო უნარები:
- ყურადღებიანი და მობილიზებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი.