ადმინისტრატორი
"ტერმინალი" არის მულტიფუნქციური სამუშაო სივრცე მათთვის, ვისი მიზანიც პროგრესი და განვითარებაა.
"ტერმინალი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე. ამ პოზიციისთვის ვეძებთ მეგობრულ და მომხმარებლებზე ორიენტირებულ კანდიდატებს, რომლებიც მზად არიან დაეხმარონ სტუმრებს და მონაწილეობა მიიღონ სივრცის ყოველდღიურ პროცესებში.
მისამართი: აღმაშენებლის გამზ. N73ა
სამუშაო საათები: 09:00-15:00 ან 15:00-21:00 (კვირაში 5 დღე, ორშაბათი-პარასკევი)
ძირითადი მოვალეობები:
- სივრცის წევრებისა და ვიზიტორების დახვედრა;
- წევრებთან და პოტენციურ წევრებთან კომუნიკაცია სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
- თანხის მიღება, გადახდის გატარება და შესაბამისი პროცედურის წარმართვა;
- ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება - დოკუმენტაციის წარმოება, კორესპონდენციის მართვა;
- პროგრამული გატარებების უზრუნველყოფა;
- სივრცის წევრებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების დადგენა და მეგობრული/სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნაზე ზრუნვა;
- გუნდის მხარდაჭერა სხვადასხვა აქტივობებში.
მოთხოვნები:
- მომხმარებლებზე ორიენტირებული;
- მეგობრული;
- საუბრობს ინგლისურად საკომუნიკაციო დონეზე;
- შეუძლია გუნდური მუშაობა.
დამატებითი ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- სავალდებულო საპენსიო შენატანის უზრუნველყოფა.