ადმინისტრატორი — სასტუმრო ამანტე

სასტუმრო ამანტე

ადმინისტრატორი

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სასტუმრო "ამანტე" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სასტუმრო მდებარეობს ძველ თბილისში და აერთიანებს 20 ინდივიდუალურ ოთახს.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი ყოველ მეოთხე დღეს (09:00-დან 09:00-მდე)

ანაზღაურება: 900/1000 ლარი გამოცდილების მიხედვით

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
  • სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა, მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით;
  • სტუმართან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება;
  • სისტემაში არსებული მიმდინარე დღის ჯავშნების მომზადება, თანხის მიღება;
  • საჭიროებისამებრ სასტუმროს ინვოისების და სხვა საბუთების მომზადება;
  • სასტუმროს ნომრების დაჯავშნა, სტუმრების სწორი განაწილება;
  • სტუმრებისგან საჩივრების/მოთხოვნების მიღება და მათი დროულად გადაჭრა;
  • სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასტუმროს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის მართვის და გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
  • ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა.