ადმინისტრატორი
Royal Tulip Hotel & Casino აცხადებს ვაკანსიას: ადმინისტრატორი
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრის მიღება და რეგისტრაციის პროცედურის წარმართვა;
- ვიზიტორის სასტუმროს მართვის სისტემაში რეგისტრაცია და გადახდის ოპერაციების წარმოება სასტუმროს პროცედურების მიხედვით;
- ჯავშნების მიღება ტელეფონით, ელ-ფოსტით;
- ჯავშნების მართვა;
- შემოსული სატელეფონო ზარების და ელფოსტის მიღება და მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
- სასტუმროს ფასების და სერვისების შესახებ სტუმრებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
- სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მუშაობა.
მოთხოვნები:
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ლევილის სანაპირო N10;
- ანაზღაურება 1500 ლარი;
- სამუშაო განაკვეთი 5/2;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კვებით უზრუნველყოფა.