ადმინისტრატორი
სასტუმრო "Hotel Coste" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
4 ვარსკვლავიანი სასტუმრო "Hotel Coste" მდებარეობს ქალაქის ცენტრში - ფილარმონიასთან, კოსტავას ქუჩაზე. სასტუმრო გამოირჩევა დახვეწილი დიზაინის ნომრებით, მაღალი ხარისხის მომსახურებით, რესტორანითა და თანამედროვე საკონფერენციო დარბაზით.
ძირითადი მოვალეობები:
- სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმრების მიღება, რეგისტრაცია, განთავსება, გასტუმრება.
- სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება როგორც ნაღდი ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით.
- სასტუმროს სისტემაში სტუმრების რეგისტრაცია, ინფორმაციის დამუშავება და აღრიცხვების და ინვოისების მომზადება.
- სტუმრებისთვის საჭირო ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიწოდება, სასტუმროს ნომრების, წესების და ტარიფების შესახებ.
- სტუმრებთან მუდმივი კომუნიკაცია, მათი კეთილგანწყობის მოპოვება.
ძირითადი მოთხოვნები:
- სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
- უპირატესობა მიენიჭება ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას.
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)
პიროვნული უნარ ჩვევები:
- პოზიტიურობა
- კომუნიკაბელურობა
- ემოციურად სტაბილურობა და თავშეკავებულობა
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი, დროის სწორად მართვის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- სამუშაო გრაფიკს: სრული განაკვეთი, დღის და ღამის ცვლა
- კვებით უზრუნველყოფას
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- FIT Pass-ით სარგებლობას
- 24 დღიან ანაზღაურებად შვებულებას წელიწადში
- ხელშეწყობას კარიერული წინსვლაში
- თბილი და მეგობრულ სამუშაო გარემოს
ანაზღაურება:
- ხელფასი 1100 ლარი
- საბონუსე სისტემა