ადმინისტრატორ-მენეჯერი- მესტია
მედიქალ ვორლდი 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელებს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს, სრულიად საქართველოს მასშტაბით. კომპანია "მედიქალ ვორლდი" ფლობს ასევე საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს, რომელიც "მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის" სახელითაა ცნობილი.
"Medical World Spa&Wellnes" კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. მიმდინარე წლის ივლისიდან "მედიქალ ვორლდის" ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედ 11, რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
"მედიქალ ვორლდის ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას მესტიის ფილიალში ადმინისტრატორი/მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს მდებარეობა: ქ.მესტია, ე.ფარჯიანის N15
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი (09:00 -16:00 სთ); შაბათი (09:00-14:00 სთ).
ანაზღაურება: 1000 ლარიდან გამოცდილების მიხედვით.
ძირითადი მოვალეობები:
- ლაბორატორიული სერვისების შეთავაზება თანამშრომლობის მიზნით, ინდივიდუალური მომხმარებლებისა და სამედიცინო დაწესებულებებისთვის, ხარისხზე, სანდოობასა და პროფესიულ პარტნიორობაზე ორიენტირებული მომსახურებით.
- ლაბორატორიის რეგიონული ფილიალის ყოველდღიური ადმინისტრაციული საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია.
- პაციენტების მიღება, რეგისტრაცია, ინფორმაციის მიწოდება და მომსახურების პროცესის ეფექტურად მართვა.
- სალარო ოპერაციების განხორციელება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
- ლაბორატორიული კვლევების დანიშვნების, რეგისტრაციისა და მონაცემების სიზუსტის კონტროლი.
- სამედიცინო პერსონალსა და ცენტრალურ ოფისთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა.
- სამედიცინო და საოფისე მარაგების აღრიცხვა, კონტროლი და დროული შევსების უზრუნველყოფა.
- პაციენტების მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და მომხმარებელთა უკუკავშირის მართვა.
- ფილიალის ყოველდღიური ოპერაციული პროცესების უწყვეტი და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
- პერიოდული ადმინისტრაციული და საოპერაციო ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.
- ფილიალში მოქმედი შიდა რეგულაციების, ხარისხის სტანდარტებისა და კონფიდენციალურობის წესების დაცვის უზრუნველყოფა.
მოთხოვნები:
- კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი;
- სასურველია 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
პიროვნული მახასიათებლები:
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
ჩვენთან დაგხვდებათ:
- თანამედროვე და პროფესიული განვითარებისკენ ორიენტირებულ სამუშაო გარემო, სადაც ხარისხი, გუნდური თანამშრომლობა და პაციენტზე ზრუნვა წარმოადგენს საქმიანობის ძირითად ღირებულებებს;
- კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების უწყვეტ პროფესიულ განვითარებას, გამჭვირვალე სამუშაო პროცესებსა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას სტაბილურ და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ ორგანიზაციულ გარემოში.
- ისარგბლებთ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ლაბორატორიულ სერვისზე (ფასდაკლება მოქმედებს ოჯახის წევრებზეც).
- FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;
ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ შესაბამის გვერდები: https://mlab.ge/; https://www.facebook.com/mlab.ge/?locale=ka_GE; https://www.facebook.com/mworld.ge/?locale=ka_GE