ადგილობრივი ლოჯისტიკის და შესყიდვების მენეჯერი
სარეკლამო საწარმო "ვესტა" აცხადებს ვაკანსიას ადგილობრივი ლოჯისტიკის და შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული
შესვენება დღის განმავლობაში: 1 საათი
კვება: კომპანიის ხარჯზე
ჯანმრთელობის დაზღვევა
მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
- ენები: ქართული სრულყოფილად, რუსული ენის ცოდნას მიენიჭება უპირატესობა;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS. Office) - სავალდებულოა;
უნარ-ჩვევები:
- მოლაპარაკების წარმოების უნარ-ჩვევები;
- გამართულად მეტყველების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება;
- შეკვეთის მიწოდების ოპერატიულობისა და ზედმიწევნით შესრულების კონტროლი;
- თითოეულ შეკვეთასთან მიმართებაში სრული ლოჯისტიკური პროცესების დაგეგმვა და მისი საბოლოოდ შესრულების კონტროლი კომპანიაში არსებული პროტოკოლის შესაბამისად;
- ახალი პარტნიორების მოძიება და ხანგრძლივი, ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობის ჩამოყალიბება;
- დაქვემდებარებული პერსონალის შესრულებული სამუშაოს ხარისხის მონიტორინგი;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი და გადარიცხვის მოთხოვნების წარმოება, კონტროლი, ანალიზი;
ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე შეთანხმებით